დანიაში "ლიუნგბიუს" მცველმა ნიკოლაი გეერტსენმა "სლაგელსის" წინაარმდეგ მოგებულ (9:0) შეხვედრაში ლამაზი გოლი გაიტანა. ნიკოლაიმ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე მაკრატელა შეასრულა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და მეორე აკრობატული დარტყმა დანიელისთვის შედეგიანი აღმოჩნდა. გეერტსენმა აღნიშნული გოლით შესაძლოა ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზისთვის (სეზონის საუკეთესო გოლი) იბრძოლოს და ფიფას იგი ნომინანტებს შორის შეიყვანოს.