სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" შემტევი სონ ჰინ მინი პრემიერლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გასულ თვეში აზიელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. "ბარნლისთან" შეხვედრაში "მამლებმა" სონის გოლის წყალობით გაიმარჯვეს, ასევე ჰინ მინმა ორი გოლი "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა, ხოლო "ვესტ ჰემს" - ერთი.