ფეხბურთი

14:50 | 13.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-სთან აქცია ჩხუბში გადაიზარდა (+VIDEO)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტებმა სფფ-ს შენობასთან ჯორჯ ორუელის წიგნი, „ცხოველთა ფერმა“ მიიტანეს და მისი გადაცემა ლევან კობიაშვილისთვის სურდათ.

თუმცა, ისინი შენობაში არ შეუშვეს და განუცხადეს, რომ ფედერაცია დღეს არ მუშაობდა. შედეგად, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო ერთ-ერთ აქტვისტსა და სფფ-ს თანამშრომელ, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ლევან ცქიტიშვილს შორის, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელშიც ნაკრების ყოფილი წევრი ლაშა სალუქვაძეც მონაწილეობდა. სფფ-ს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.

სფფ-სთან პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მთავრობის წარმომადგენლები გუშინდელ მატჩზე სტადიონზე იმყოფებოდნენ, იმის ფონზე, რომ გულშემატკივრებს თამაშზე დასწრების უფლება არ მისცეს.

0.120473