ფინეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შინ წაგების შემდეგ (0:2), საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ამბავი სილის გაწნას გავდა.
„სასარგებლო სილა გაგვაწნეს, მაგრამ ფაქტია, შედეგი სამართლიანია. კარგი გაკვეთილი მივიღეთ. დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ვერაფერი ვაჩვენეთ სახეირო. სხვა ახსნა არც მაქვს.“ - ციტირებს მასოფლიო ჩემპიონების დამრიგებლის სიტყვებს Lequipe.