პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარიერაში 746-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარულ უნგრელ ფერენც პუშკაშს გაუთანაბრდა.
ანდორასთან ამხანაგურ შეხვედრაში რონალდუ მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და მარიო რუის პასის შემდეგ თავური დარტყმით შეძლო თავის გამოჩენა.
რონალდუ ახლა ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა და შემდეგი მიზანი პელეს გადასწრებაა, ხოლო პირველ ადგილზე იოზეფ ბიცანი იმყოფება, რომელსაც თავის დროზე 805 გოლი გაუტანია.
ცნობისთვის, მეორე ადგილზე ბრაზილიელი რომარიოა. სტატისტიკაში ითვლება საკლუბო და სანაკრებო დონეზე გატანილი გოლები, რომელშიც არ შედის ახალგაზრდულ გუნდებსა და ოლიმპიურ ტურნირებზე გატანილი გოლები. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანუმ 102-ე გოლი გაიტანა და ირანელი ალი დაეის რეკორდამდე სულ რაღაც 7 გოლი აშორებს.