ფეხბურთი

22:10 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი ხვიჩას ინფიცირებაზე: "ჩვენთან მისი ტესტი ყოველთვის უარყოფითი იყო"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა Sport-express-თან საუბარში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსით მათთან არ დაინფიცირებულა.

„თქვენზე მეტი არც მე ვიცი. მუდმივად ვატარებთ ტესტებს, ყოველთვის უარყოფითი ჰქონდა, საეჭვოც კი არაფერი ყოფილა. რა თქმა უნდა, ცუდია, მეორეს მხრივ, როგორც ვხვდები, ალბათ ადრე თუ გვიან ეს დაავადება ყველას გვეწვევა. რა თქმა უნდა, ხვიჩას ნახვა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მინდოდა - საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტ მატჩში“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს 9 ნოემბერს შეუერთდა პირველ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. მას გუშინ ორი ტესტი ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა. 19 წლის ქართველი იზოლაციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. კვარაცხელიას გარდა, კორონავირუსი ლევან შენგელიას დაუდასტურდა და ნაკრებს ისიც გამოაკლდა.

0.114753