ფეხბურთი

10:24 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ვებგვერდი: "საქართველომ დაამტკიცა, რომ ძნელად გასატეხი გუნდია"

უეფას ვებგვერდზე ევრო 2020-ის პლეი-ოფის ოთხივე ფინალზე სტატია განთავსდა, რომელშიც რა თქმა უნდა, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირებაზეც წერენ.

კონკრეტულად ჩვენც და ჩვენს მეტოქესაც თანაბარი მოცულობის, მაგრამ საკმაოდ მწირი მონაკვეთი აქვთ დათმობილი. უეფას საიტზე საქართველოს ნაკრები მატარებელს შეადარეს:

„საქართველომ ბოლო წლებში დაამტკიცა, რომ კერკეტი კაკალი და ძნელად გასატეხი გუნდია. თბილისში გოლის გატანა ვერც დანიამ და ვერც ირლანდიამ მოახერხეს ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე. ოქტომბრის ნახევარფინალში მათ ბელარუსთანაც არ გაუშვეს გოლი, როდესაც საქართველო მატარებელივით იყო - მალევე გაიტანა გოლი და შემდეგ ლიანდაგები გადაკეტა“, - წერს უეფას ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.1176