ფეხბურთი

23:40 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "აჩვენეთ რამდენად ძლიერები ვართ!"

ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მუამედ სეიდინიმ მიმართვა გაავრცელა და ცხადია, ფეხბურთელები გაამხნევა.

„ჩვენს ფეხბურთელებს ფინალში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ წარმატებებს გულით ვუსურვებ. ამ გუნდს აქვს ხასიათი, ძალა და მოთმინების უნარი. მჯერა, რომ შესანიშნავად ვითამაშებთ და ისტორიულ გამარჯვებას მოვიპოვებთ. აჩვენეთ, ერთად რამდენად ძლიერები ვართ“, - თქვა სეიდინიმ.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას.

0.116219