ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეს ფეხბურთელებს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდათ და დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა.
გუნდში არც ტრავმიანობაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ არიან ადემის თამაში საეჭვოა. სხვა მხრივ, მეტოქე ოპტიმალური შემადგენლობით გვეწვევა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში ხვალ ჩამოვა, ხოლო მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება.