„იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და 35 წლის ფეხბურთელ სრული დატვრითვით ვარჯიშობს.
ეს ინფორმაცია პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმაც დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ კრიშტიანუს პრობლემა არ აქვს.
რონალდუმ კოჭის დაზიანება რომის „ლაციოსთან“ კვირას გამართულ მატჩში მიიღო. თუმცა უკვე მოახერხა გამოჯანმრთელება და პორტუგალიის ნაკრებს ნოემბრის მატჩებში დაეხმარება.