იტალიურ „რომაში“ კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა. ედინ ჯეკოს შემდეგ კოვიდ-19-ზე ტესტის დადებითი პასუხები ფედერიკო ფაციომ, ლორენცო პელეგრინიმ და დავიდე სანტონმა მიიღეს.
სამივე მათგანი რა თქმა უნდა იზოლაციაში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ კვირას, ფაციო „ჯენოასთან“ მატჩის განაცხადში იყო და არ უთამაშია, მაგრამ სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ „რომას“ ფეხბურთელები ადგილობრივმა ჯანდაცვის უწყებამ სანაკრებო შეკრებაზე არ გაუშვეს, რისი მიზეზიც ედინ ჯეკოს ინფიცირება გახლდათ და მოთამაშეები კარანტინში დარჩნენ. ამის გამო, 15 ნოემბერს, სომხეთის ნაკრები თბილისს ჰენრიხ მხითარიანის გარეშე ეწვევა.