ფეხბურთი

0:01 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ფიორენტინაში" ჩეზარე პრანდელი დაბრუნდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელად ჩეზარე პრანდელი დაინიშნა. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი „იებს“ 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. პრანდელიმ ჯუზეპე იაკინი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

ჯუზეპე იაკინი „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 10 თვე მუშაობდა, ამ პერიოდში გუნდს 10 მატჩი მოაგებინა, 7-ჯერ დამარცხდა და 10-ჯერ ფრე ითამაშა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში ფლორენციელები 7 ტურის თავზე 8 ქულით მე-12 ადგილს იკავებენ.

პრანდელი კი 2019 წლის მაისიდან მოყოლებული უმუშევარი იყო, როდესაც „ჯენოადან“ დაითხოვეს. გამოცდილი სპეციალისტი „ფიორენტინაში“ 2005-2010 წლებში მუშაობდა და თანაც წარმატებით, მან „იებს“ 240 შეხვედრაში უხელმძღვანელა.

პრანდელისთან ერთად ფლორენციული კლუბი ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგიგის ჯგუფურ ეტაპზე, ერთხელ მერვედფინალში გასვლაც შეძლო, ხოლო ერთხელაც უეფას თასის ნახევარფინალს უწია. შემდეგ იტალიელი იტალიის ნაკრებში დასაქმდა, რომელიც ევრო 2012-ის ფინალში გაიყვანა. გარდა ამისა, მას "ლეჩეში", "ვერონაში" „ვენეციაში“, 'რომაში", "ვალენსიაში", "ლა-ნასრიში", "ჯენოაში", „პარმასა“ და სტამბოლის „გალათასარაიში“ უმუშავია.

0.106446