ფეხბურთი

20:57 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიელი ფეხბურთელი: "თბილისში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელმა ვისარ მუსლიუმ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფინალისთვის მზად არიან და ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის.

„პირველ რიგში მსურს, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ, რათა საქართველოსთან მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ. ჩვენ, ახალგაზრდები ამ მატჩს თითქმის 3 წელია ველოდებით. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს. ბოლო ორ თვეში საქართველოსთან ორი თამაში გვქონდა, მაგრამ ეს მატჩი განსხვავებული იქნება. ფინალია, რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ამ მატჩისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მუსლიუმ.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება და გაამრჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს ისტორიაში პირველად მოიპოვებს.

0.112297