ფეხბურთი

15:37 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ზაფხულში რონალდუს ასტრონომიული ხელფასისგან გათავისუფლება უნდა

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუმ დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, იტალიელებს მისი ასტრონომიული ხელფასი მძიმე ტვირთად აწევთ.

As-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო „იუვეში“ ფინანსური კრიზისია და კლუბს სურს, კრიშტიანუს მაღალი ხელფასისგან გათავისუფლდეს (31 მილიონი ევრო წელიწადში). თანაც, პორტუგალიელის გუნდიდან გაშვება უფასოდ არ სურს და ხელშეკრულების ამოწურვამდე მის გაყიდვას იმედოვნებს, რომ ნაწილობრივ მაინც ამოიღოს ის თანხა, რაც თავის დროზე მადრიდის „რეალს“ ტრანსფერში გადაუხადა.

რონალდუ შესანიშნავ ფორმაშია და სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში 6 გოლიც გაიტანა. თუმცა, კონტრაქტის განახლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რიის მიზეზიც ცხადია მაღალი ხელფასია. რონალდუს ყველაზე აქტიურად "პარი სენ ჟერმენს" უკავშირებენ, რომელიც ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი გუნდია, მისი ხელფასის გადახდა რომ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ ტურინელთა მაისურით ჩატარებულ 94 მატჩში 71 გოლის გატანა მოახერხა.

0.106471