კიუშუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს კვლავ მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია და იორიკირის ილეთით წააგო.
ეს აღნიშნული წყვილის 21-ე დაპირისპირება იყო და 33 წლის მეტოქემ ქართველთან მოგება/წაგების ბალანსი 12:9-ზე შეამცირა.
ტოჩის წლის ბოლო სუპერტურნირზე 2 წაგება დაუგროვდა და ძალიან ცუდ ფორმაშია. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია და მისი დამარცხება მოახერხა.