ფეხბურთი

11:24 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძიუბა სკანდალური ვიდეოს გამო რუსეთის ნაკრებიდან დროებით მოკვეთეს

რუსეთის ნაკრების კაპიტანი არტიომ ძიუბა დროებით ნაკრებიდან მოკვეთეს. ამის მიზეზი სკანდალური ვიდეო გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ძიუბა ტელევიზორის წინ საკუთარ საძინებელში მასტურბირებს და ვიდეოს სოციალურ მედიაში რა თქმა უნდა, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. რუსული მედიის ცნობით, ის მისი ყოფილი შეყვარებულის, მარია ორზულის სატელევიზიო პროგრამას უყურებდა.

რუს ფორვარდს „კრასნოდართან“ მატჩში, რომელშიც გამარჯვების გოლიც გაიტანა, ფანებმა საპროტესტო ბანერებიც გამოუფინეს.

სტანისლავ ჩერჩესოვმა კი ის შემადგენლობიდან ამოიღო, თუმცა, როგორც განაცხადა, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ნაკრებს ამ ეტაპზე ნეგატიური განწყობა მოარიდოს.

„ძიუბას სიტუაცია არაფერ შუაშია ჩვენს ეროვნულ ნაკრებთან სპორტული თვალსაზრისით. ამიტომ, ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთენ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მომდევნო მატჩებისთვის მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მოვემზადოთ გარე ფაქტორების გარეშე“, - აღნიშნა ჩერჩესოვმა.

0.119523