„რეალის“ ნახევარმცველმა, ისკომ, მადრიდული კლუბი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს. 28 წლის ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობით ყოფილა უკმაყოფილო. მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს კი მისთვის უთქვამს: კარგი იქნება, სხვა კლუბს თუ მოძებნიო.
„რეალი“ მზდაა ისკო 70 მილიონ ევროდ გაყიდოს. მის მიმართ ინტერსს კი „ჩელსი“ და „იუვენტუსი“ იჩენენ.
მიმდინარე სეზონში ისკომ „რეალის“ მაისურით 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.