ყაზახეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ თავის გამოჩენა მოახერხა. ქართველი ფეხბურთელის კაისარი საკუთარ მოედანზე ქვეყნის ჩემპიონ ალმატის კაირატს დაუპირისპირდა და თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.
ლობჯანიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 70-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიშის სხვაობა შეამცირა (1:2), ხოლო დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ეს სეზონის ბოლო მატჩი იყო.
ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატის 13 თამაშში მე-8 გოლი გაიტანა, 1 გოლი კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მიითვალა. კაისარი 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გავიდა.