თურქეთის ეროვნული ნაკრების და "ლილის" შემტევი ნახევარმცველი იუსუფ იაზიჯი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
იაზიჯი მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე მეორედ გამოარჩიეს. "მილანთან" სტუმრად მოგებულ (3:0) შეხვედრაში იუსუფმა სამი გოლი გაიტანა. ევროპა ლიგაზე იაზიჯის სამ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და თურქი ფეხბურთელი პირველ ტურშიც გახდა საუკეთესო მოთამაშე.