უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დიოგო ჟოტა დაასახელეს. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევმა "ატალანტასთან" მოგებულ (5:0) სამი გოლი გაიტანა. აღნიშნულ შეხვედრაში პორტუგალიელმა კარში ოთხჯერ დაარტყა.
ჟოტა "მერსისაიდელებმა" "ვულვზიდან" 45 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში დაიმატა. მიმდინარე სეზონში დიოგომ ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.