პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ნოემბრის მატჩებისთვის ფერნანდუ სანტუშმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაშია კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც ოქტომბერში სწორედ სანაკრებო შეკრებაზე კორონავირუსით დაინფიცირდა.
სანტუშმა ცხადია, გუნდში უხმო დიოგო ჟოტას, რომელიც „ლივერპულში“ საოცრად თამაშობს და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. პორტუგალიელთა შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: რუი პატრისიუ (ვულვზვი, ინგლისი), ანტონი ლოპეში (ლიონი, საფრანგეთი), რუი სილვა (გრანადა, ესპანეთი)
მცველები: ნელსონ სემედუ (ვულვზი, ინგლისი), ჟოაო კანსელუ (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟოზე ფონტე (ლილი, საფრანგეთი), რუბენ სემედუ (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), დომინგოს დუარტე (გრანადა, ესპანეთი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია), მარიო რუი (ნაპოლი, იტალია)
ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიო (ბეტისი, ესპანეთი), დანილო პერეირა (პსჟ, საფრანგეთი), რუბენ ნევეში (ვულვზი, ინგლისი), ჟოაო მოუტინიო (ვულვზი, ინგლისი), რენატუ სანჩესი (ლილი, საფრანგეთი), სერჟიო ოლივეირა (პორტუ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი, ინგლისი)
თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პედრო ნეტო (ვულვზი, ინგლისი), ფრანსისკო ტრინკაუ (ბარსელონა, ესპანეთი), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, იტალია), დიოგო ჟოტა (ლივერპული, ინგლისი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, ესპანეთი), პაულინიო (ბრაგა)
პორტუგალიის ნაკრები 11 ნოემბერს, ანდორას ამხანაგურად გაეჯიბრება, 14 და 17 ნოემბერს კი ერთა ლიგაზე საფრანგეთთან და ხორვატიასთან მნიშვნელოვანი მატჩები ელოდება.