ფეხბურთი

14:52 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: „ცხადი იყო, რომ „ბარსელონა“ ყოველ წელიწადს სუსტდებოდა“

„ბარსელონას“ მცველი, ჟერარ პიკე, ჟურნალისტებს კლუბში მიმდინარე ვითარებაზე ესაუბრა.

„ამჟამად კლუბში ბევრი რამ იცვლება, რაც, ჩემი აზრით, დიდი ხანია უნდა მომხდარიყო. ცხადი იყო, რომ „ბარსელონა“ ყოველ წელიწადს სუსტდებოდა.

განვითარება საჭიროა, მაგრამ ამისათვის დრო ძალიან ცოტა გვაქვს. „ბარსელონაში“ არ არსებობს გარდამავალი პერიოდი, ყოველთვის ვალდებული ხარ გაიმარჯვო. წინ საპრეზიდენტო არჩევნები გველის. ვნახოთ, რა იქნება.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს Sport.es.

0.116408