ფეხბურთი

11:53 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალამ უეფას ლაშა დვალის ავტოგოლის გამო თხოვნით მიმართა

"იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "ფერენცვაროშთან" დუბლის შესრულებამდე მილიმეტრები დააკლდა. სამართლიანად, შეასრულა კიდეც, მაგრამ ფორმალობის გამო მისი მეორე გოლი ოფიციალურად ლაშა დვალს ავტოგოლად გაუფორმდა...

დიახ, "ფერენცვაროშის" ქართველი მცველი 81-ე წუთზე საკუთარი გუნდის გადარჩენას დიბალას მეორე და "იუვეს" მეოთხე გოლისგან ცდილობდა, ბურთის ცარიელი კარიდან გამოსატანად ცდა არ დააკლო, მაგრამ სანამ ის კარის ხაზს გადაკვეთდა, თავად შეეხო და ვერც გუნდი გადაარჩინა - გოლი მაინც გავიდა. შედეგად, მას ავტოგოლი ჩაეთვალა და დიბალას დუბლი "მოპარა".

მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა დიბალას ფოტო გამოაქვეყნა და მომხარებელს ამცნო, რომ ის "იუვენტუსის" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 6 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. ამ პოსტს დიბალა გამოეხმაურა, რომელმაც ის გააზიარა და დუბლის ჩათვლა მოითხოვა:

"და, აღსანიშნად, შეიძლება დღეს (უკვე გუშინ - რედ) დუბლი რომ მქონდეს?" - დაწერა დიბალამ...

შეგახსენებთ, ლაშა დვალმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და ეს მისთვის პირველი თამაში იყო ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა.

0.120128