ფეხბურთი

14:01 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსის ჩემპიონატში ქვილითაია და ლორია გამოარჩიეს (+VIDEO)

„ანორთოსისის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატში გამოარჩიეს. 2020-2021 წლების სეზონის მე-8 ტურის საუკეთესო გოლის ავტორად 27 წლის ფორვარდის გოლი დაასახელეს.

საუკეთესო გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, სადაც გიორგიმ ხმათა 73% მიიღო. მეორე ადგილზე კი „პაფოსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ონი ვალაკარი გავიდა, რომელმაც 20% დააგროვა. აღნიშნული პრიზი ქვილითაიამ „აპოელთან“ 67-ე წუთზე გატანილი ეფექტური გოლისთვის დაიმსახურა.

მეკარეების საუკეთესო სეივების ნომინაციაში კი საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისი“ კიპერი გიორგი ლორია მეორე პოზიციაზე გავიდა. მან გამოკითხულთა 45% მიიღო და მხოლოდ 5%-ით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ „კარმიოტისის“ კარის დარაჯ დიმიტრის კირიაკიდისს.

0.122605