საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერი ისევ შეიცვალა და „დინამო თბილისმა“ „დინამო ბათუმს“ გადაასწრო.
ჩისკოს გუნდმა მეტოქეს ზედმეტი პრობლემების გარეშე აჯობა და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა. თბილისელები მე-15 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ. ჯერ გიორგი გაბედავამ გაიტანა, მერე ნოდარ იაშვილმა ისეთი შეაგდო, ნებისმიერი რანგის თამაშს რომ დაამშვენებდა.
„დინამომ“ მესამე გოლი ბოლოსკენ გაიტანა, დავით სხირტლაძემ პენალტი ზუსტად დაარტყა და სტუმრებმა დამაჯერებლად, 3:0 იმარჯვეს.
„დინამო თბილისმა“ 28 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში „დინამო ბათუმს“ გაასწრო და ლიდერია. გორის „დილას“ პირველი პოზიცია მხოლოდ 4 ქულ აშორებს, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და საჩემპიონო შანსი თითქმის დაკარგა.
„დილა“ – „დინამო თბილისი“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 გაბედავა (5) 0:2 იაშვილი (15) 0:3 სხირტლაძე (83, პენ)