ფეხბურთი

17:36 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინი: "კუმანს გუნდში მწვრთნელად კი არა, მომსახურე პერსონალშიც არ დავასაქმებდი"

ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში სევილიის „ბეტისი“ „ბარსელონას“ ესტუმრება. ანდალუზიელთა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ხოაკინმა კი რონალდ კუმანზე ისაუბრა, რომელთან ერთადაც „ვალენსიაში“ უმუშავია.

ესპანელ ფეხბურთელს კუმანის შესახებ დადებითი ემოციები არ აქვს და მასთან მისალმებასაც კი არ აპირებს.

„კუმანი „ვალენსიაში“? ეს ნამდვილად არ იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება. არ მსურს ამაზე ლაპარაკი, რადგან ცუდად მახსენდება. კლუბის პრეზიდენტი რომ ვიყო მწვრთნელად თუ დავნიშნავდი? კუმანს გუნდში მომსახურე პერსონალის წევრადაც კი არ მივიღებდი. საბედნიეროდ, „ვალენსიაში“ ის დიდხანს არ დარჩენილა და სეზონის გადარჩენა მოვახერხეთ. გულწრფელად მჯერა, რომ ხელს არ ჩამოვართმევთ. მე არ ვაპირებ, რომ მივესალმო და ალბათ ისიც ასე მოიქცევა“, - აღნიშნა ხოაკინმა.

აქვე გეტყვით, რომ რონალდ კუმანი „ვალენსიას“ 2007-2008 წლების სეზონში წვრთნიდა და იმ პერიოდში ხოაკინი „ღამურების“ ფეხბურთელი იყო.

0.118839