ფეხბურთი

23:29 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020 შესაძლოა 12 ქვეყნის ნაცვლად რუსეთში ჩატარდეს

ევრო 2020 შესაძლოა 12 ქვეყნის ნაცვლად რუსეთში გაიმართოს. ფრანგული Le Parisien-ის ცნობით, უეფა განიხილავს, რომ გეგმა შეცვალოს, რისი მიზეზიც ცხადია, კორონავირუსის პანდემიაა.

კოვიდ-19-მა ევროპის ჩემპიონატის სხვა და სხვა ქვეყნებში ჩატარება ძალიან გაართულა, ქალაქებსა და ქვეყნებს შეზღუდვები აქვთ და ამიტომაც, უეფაში გამოსავალზე ფიქრობენ. გარდა ამისა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ აზერბაიჯანი მასპინძლის სტატუსს მთიან ყარაბაღში ომის გამო დაკარგავს და ბაქოს მასპინძელი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა.

ამადროულად, დანარჩენ 11 ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, როგორც მთელ მსოფლიოში. უეფაში ალტერნატივად რუსეთს განიხილავენ, სადაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი უკვე გაიმართა და შესაბამისად, ინფრასტრუქტურა სრულად მზადაა, რომ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს...

შეგახსენებთ, ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი საქართველოს ნაკრებს აქვს, რომელიც 12 ნოემბერს, პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. თუ საქართველო ფინალურ ეტაპზე გავა, ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი ორ ქალაქში, ბუქარესტსა და ამსტერდამში უნდა გამართოს, ცხადია, თუ ტურნირი მართლაც რუსეთში არ გადაიტანეს. ევრო 2020 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.

თეგებიევრო 2020
0.119756