პოლონეთის ექსტრაკლასას მეექვსე ტურში ვარშავის „ლეგია“ სტუმრად პოზნანის „ვარტას“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე პასი შეასრულა.
ქართველმა ნახევარმცველმა მე-60 წუთამდე ითამაშა, ხოლო 23-ე წუთზე მისი პასის შემდეგ ფილიპ მლადენოვიჩმა გაიტანა. ვარშაველებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.
გვილიას მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია. „ლეგია“ კი 16 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „რაკოვს“ 3 ქულა აშორებს.