მადრიდის „რეალის“ მცველი ედერ მილიტაო კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
მილანის „ინტერთან“ მატჩის წინ ჩატარებულმა ტესტირებამ დანარჩენ ფეხბურთელებში უარყოფითი შედეგები აჩვენა და მხოლოდ ბრაზილიელის პასუხია დადებითი.
მილიტაო რა თქმა უნდა, „ინტერთან“ ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ – „ინტერის“ მატჩი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.