ფეხბურთი

15:23 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

ყაზანის „რუბინის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი გამოცემა Championat-მა გამოარჩია, რომლისთვისაც ყოველი ტურის შემდეგ სიმბოლურ ცნობილი რუსი სპეციალისტი ვალერი გაზაევი ადგენს.

„ხვიჩა „არსენალთან“ მატჩში მომეწონა. მან კვლავ შესანიშნავად ითამაშა ერთი-ერთზე და ფლანგზე სიტუაცია გაამწვავა“, - წერს გაზაევი 19 წლის ქართველის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ ტულის „არსენალთან“ საგოლე პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 13 მატჩში 2 გოლთან ერთად 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი ჩაიწერა ანგარიშზე.

0.17277