ქართველმა მორაგბემ სალვა სუთიაშვილმა საფრანგეთის პრო-დე 2-ში ლელო მიითვალა. 36 წლის სპორტსმენის „ანგულემი“ სტუმრად „მონტობანს“ დაუპირისპირდა და 10 ქულიანი სხვაობით 27:17 დამარცხდა.
ვეტერანმა ქართველმა მორაგბემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 49-ე წუთზე კი აგორებული მოლის შემდეგ ლელო გაიფორმა, თუმცა ამან მისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.
„ანგულემის“ მხრიდან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ბურჯები – ლუკა გოგინავა და ზაურ თევდორაშვილი ჩაერთნენ.
რვა ტურის შემდეგ „მონტობანს“ მხოლოდ 10 ქულა აქვს და მე-14 ადგილს იკავებს. „ანგულემი“ კი მოგების გარეშე ასპარეზობს და რვა ქულით ბოლო, მე-16 პოზიციაზე იმყოფება.