ფეხბურთი

22:35 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში "მანჩესტერის" კოშმარი გრძელდება

ინგლისის პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ კოშმარული დღეები გრძელდება. რაც უნდა უცნაური იყოს, ოლე გუნარ სულშერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს, სადაც პსჟ და „ლაიფციგი“ უშანსოდ დაამარცხა, მაგრამ შიდა ასპარეზზე საშინლად თამაშობს.

„ოლდ ტრაფორდზე“ „მანიუმ“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა. ერთადერთი გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტით გაიტანა და ლონდონელებმა იმარჯვეს. სხვათა შორის, პრემიერლიგაში 2006 წლის შემდეგ პირველად „ოლდ ტრაფორდზე“. ამასთან, დიდი ექვსეულის გუნდთან „არსენალმა“ სტუმრად 2015 წლისა და 29 მატჩის შემდეგ პირველად იმარჯვა.

„მანჩესტერს“ კი 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აქვს (6 თამაშში 7 ქულა). შედეგად, „იუნაიტედი“ 7 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. „არსენალმა“ კი 12 ქულას მოუყარა თავი და ევროზონაში შესვლას ცდილობს.

„მანჩესტერი“ – „არსენალი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ობამეიანგი (69, პენ)

0.477363