ფეხბურთი

20:24 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსი წარსულია: კრიშტიანუ დუბლით დაბრუნდა

კრიშტიანუ რონალდუს სათამაშო კონდიციას ვერც ასაკი აკლებს რამეს და ვერც კორონავირუსი. 21-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პორტუგალიელი ლეგენდა დუბლით დაბრუნდა.

„იუვენტუსი“ „სპეციას“ ესტუმრა და 4:1 ადვილად დაამარცხა, მაგრამ დებიუტანტი მეტოქე მხოლოდ მას შემდეგ გატეხა, რაც მინდორზე რონალდუ გამოჩნდა. პირველ ტაიმში ალვარო მორატამ და პობეგამ გოლები გაცვალეს, შემდეგ ინერტული დიბალა ანდრეა პირლომ კრიშტიანუ რონალდუთი შეცვალა და 126 წამში „იუვე“ იგებდა. ცხადია, პორტუგალიელმა გაიტანა.

მერე იყო ადრიენ რაბიოსა და იმავე რონალდუს პანენკა პენალტი - 1:4. კრიშტიანუს აქამდე ერთხელ ჰქონდა დუბლი შესრულებული იმ მატჩში, როცა შეცვალზე ითამაშა (2006 წელს, „მანჩესტერი“ – „უიგანი“). პორტუგალიელმა ფორვარდმა კიდევ ერთელ დაამტკიცა, რომ საოცარ ფორმაშია.

სხვათა შორის, მას უკვე 5 გოლი აქვს (3 შეხვედრაში) ამ სეზონშ გატანილი და ზლატან იბრაჰიმოვიჩს 2 გოლით ჩამორჩება. ისე, ზლატანის შემთხვევაშიც იგივე მდგომარეობაა - ვერც ასაკი აკლებს რამეს და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებისთანავე დიდებულად დაბრუნდა. მოკლედ, კალჩოში ორი გენიოსის დიდი დუელი ალბათ, ნამდვილად გველოდება.

„იუვენტუსმა“ 12 ქულას მოუყარა თავი და ავად თუ კარგად, სხვათა შორის, სერია A-ში ჯერ დაუმარცხებელია.

„სპეცია“ – „იუვენტუსი“ 1:4 (1:1)

ჩეზენა, „დინო მანუცი“

„სპეცია“ (4-3-3): პროვედელი; ფერერი, ტერცი, შაბო (დელ’ორკო 74), ბასტონი; ბარტოლომეი, რიჩი, პობეგა (ესტევესი 74); ვერდე (აგუდელო 46), ნზოლა, ფარიასი (გიასი 73)

მწვრთნელი: ვინჩენცო იტალიანო

„იუვენტუსი“ (3-5-2): ბუფონი; დემირალი, ბონუჩი (ფრაბოტა 78), დანილო; კუადრადო, მაკკენი (რემზი 61), არტური, ბენტანკური (რაბიო 62), კიეზა; დიბალა (რონალდუ 56), მორატა (კულუშევსკი 77)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 მორატა (16), 1:1 პობეგა (32), 1:2 რონალდუ (59), 1:3 რაბიო (68),1:4 რონალდუ (77, პენ)

გაფრთხილება: შაბო (50), ბარტოლომეი (79) - რაბიო (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 8 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: როზარიო აბისო

0.157746