VTB ლიგის მეექვსე ტურში მოსკოვის ცსკა-მ „ენისეის“ უმასპინძლა და 49-ქულიანი უპირატესობით, 109:60 გაანადგურა. ცხადია, მოსკოველები მთელი თამაშის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და მათი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დამდგარა.
თორნიკე შენგელიასაც კარგი მატჩი ჰქონდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 18:10 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიას მოპოვებული ქულებით მხოლოდ ორმა კალათბურთელმა აჯობა.
მოსკოვის ცსკა-ს 5 თამაშში 4 მოგების წილ 1 წაგება აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 9 ნოემერს, ხიმკის ესტუმრება.