ფეხბურთი

13:04 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "არ მინდა, რომ ბრწყინვალედ ვითამაშოთ, ეს ახლა შეუძლებელიცაა"

„ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ვესტ ჰემი“ მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპი კმაყოფილი და ბედნიერი იყო. მისი განცხადებით, ახლა არაა აუცილებელი, რომ ბრწყინვალედ ითამაშონ, რადგან ეს შეუძლებელია.

„მსოფლიო რთულ ვითარებაშია და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ფეხბურთის თამაშის უფლება მოგცეს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ თამაშს ბევრი შრომა სჭირდებოდა.

კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, არ გვქონია 500 საგოლე შანსი, მაგრამ საკმარისი გვქონდა. არმინდა ახლა ბრწყინვალედ ვითამაშოთ, რადგან ეს შეუძლებელია. მინდა ვნახო, რომ ჩემი გუნდი ბოლომდე იბრძვის და ასეცაა. ამიტომ, ბედნიერი ვარ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულს“ 7 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს მოპოვებული და ამ დროისთვის პირველ ადგილზეა.

0.126945