სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:25 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

78 წლისა ნობი სტაილზი გარდაიცვალა

ინგლისის საფეხბურთო საზოგადოება გმირს გლოვობს. 78 წლისა გარდაიცვალა ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველ-ნახევარმცველი, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 1968 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი, ნობი სტაილზი.

ბოლო წლებში ის ალცჰეიმერის დაავადებას ებრძოდა. სტაილზი მსოფლიო ჩემპიონთა გუნდის მეშვიდე გარდაცვლილი წევრია. მანამდე მარადიულ სასუფეველში ალან ბოლი, რეი უილსონი, ბობი მური, გორდონ ბენქსი, მარტინ პიტერსი და ჯეკი ჩარლტონი, ასევე მწვრთნელი ალფ რემზი გადავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114014