ფეხბურთი

17:34 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ისევ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ყაზანის „რუბინისა“ და ტულის „არსენალის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ეს უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა, ხვიჩა პრიზებს მატჩიდან მატჩამდე აგროვებს.

კვარაცხელიამ „არსენალთან“ 85 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი შეასრულა.

„რუბინმა“ კი მეტოქე ადვილად, 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

0.134014