ფეხბურთი

14:49 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს ართროსკოპია ჩაუტარდა და ისევ იუქმებს

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ართროსკოპია ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე დაიწყო.

ბელგიური მედიის ცნობით, მას მუხლიდან ნაწიბური ქსოვილი ამოუღეს და სავარაუდოდ ქართველი ორი კვირა იუქმებს.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს ვენის „რაპიდთან“ მიიღო. მას შემდეგ მან „გენტში“ ერთი თამაში ჩაატარა, როგორც გაირკვა ტრავმირებულმა დაისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.

ჩაკვეტაძე დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებშიც ვერ დაეხმარება. ყოველშემთხვევაში, ფაქტია, ტრავმა ისევ აქვს და სათამაშო კონდიციისგან ძალიან შორსაა. მიმდინარე სეზონში მან 4 მატჩში 1 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

0.118207