ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორია ტრავმირებულია. ქართველმა კიპერმა დაზიანება „ეთნიკოსთან“ მატჩამდე მიიღო, რის გამოც ამ თამაშში მოედანზე არ გასულა.
სამედიცინო გამოკვლევამ სერიოზული დაზიანება არ აჩვენა, მაგრამ „კარმიოტისასთან“ მისი თამაშის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ხვალ გახდება ცნობილი შეძლებს თუ არა გიორგი კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას.
ლორიამ მიმდინარე სეზონში „ანორთოსისში“ ყველა ტურნირის ჩათვლით 8 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად სამჯერ შეინახა.