კალათბურთი

14:50 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება

NCAA ლიგის დაწყებამდე ადგილობრივმა მედიამ გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი პრესეზონის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

21 წლის სპორტსმენის „სეტონ ჰოლმა“ გამოკითხვაში 67 ქულა დააგროვა და სტუდენტურ ლიგაში მე-5 პოზიცია დაიკავა. მესამე ადგილზე რატი ანდრონიკაშვილის „კრეიტონი“ გავიდა, რომელმაც 91 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლში“ თამაშში საშუალოდ 11.9 ქულას აგროვებს. ის წელს NBA-ს დრაფტზეც დადგა, თუმცა საბოლოოდ და დრაფტის გეგმები 2021 წლამდე გადადო.

ქართველი კალათბურთელის გუნდი პირველ შეხვედრას NCAA ლიგაში 11 დეკემბერს, „დეპოლთან“ ჩაატარებს.

0.122669