„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში „ბარსელონას“ ერთი ბურთი გაუტანა და ისტორიული მიღწევის ავტორი გახდა. არგენტინელს ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 70 გოლი მოუგროვდა. ამდენი არასოდეს არავის გაუტანია.
ოთხშაბათ საღამოს, „ბარსელონამ“ სტუმრად სძლია „იუვენტუსს“ 0:2. ანგარიში მე-14 წუთზე უსმან დემბელემ გახსნა, მატჩის ბოლოს კი წერტილი მესიმ დასვა.