ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შარაბიძემ უნგრულ “კიორმენდში” გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. კიორმენდელებმა წინასასეზონო მატჩი სლოვენიაში გამართეს და ადგილობრივ “როგაშკა სლატინასთან” 73:82 წააგეს.
დასკვნითი მეოთხედის წინ, სტუმრები მხოლოდ 3 ქულით მარცხდებოდნენ და გადაწყვეტილიც არაფერი იყო, თუმცა, ბოლოსკენ სლოვენიელებმა იმარჯვეს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გახლდათ, მაგრამ 4 პერსონალური ფოლი მოუგროვდა და შესაბამისი სათამაშო დრო არ ჰქონია. შარაბიძემ 16:10 წუთში 2 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
უნგრეთის ჩემპიონატი 11 ოქტომბერს იწყება და „კიორმენდი“ სტუმრად „დიუნა აშფალტს“ ეთამაშება.