ფეხბურთი

22:25 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი როტაციას მიმართავს

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ პრაღის "სპარტასთან" გასამართ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მომავალ შეხვედრაში გუნდს გადაახალისებს. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ფეხურთელებს დასვენება სჭირდებათ და ცვლილებები საჭიროა.

"რამდენიმე ცვლილება გვექნება, რადგან მოთამაშეები დაიღალნენ და ეს საჭიროა. არ მიყვარს როტაციაზე საუბარი, რადგან ბევრი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი მყავს. ხვალ საუკეთესო შემადგენლობა გავა მოედანზე და კარგად ვემზადებით "სპარტასთან" შეხვედრისთვის." - ციტირებს Football Italia პიოლის სიტყვებს.

ჩეხური გუნდის წინააღმდეგ შესაძლოა არ ითამაშოს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 39 წლის შვედმა 5 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

"იბრაჰიმოვიჩს, რომ ვკითხო უნდა თუ არა თამაში, მეტყვის, რომ სურს, ისევე როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად იყვნენ. თუმცა ყველაფერი სწორად უნდა შევაფასო, რადგან ხვალინდელი მატჩის შემდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის უდინეში."

პიოლიმ პრესკონფერნციაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად წაგებისა, "სპარტამ" "ლილისთან" თანამედროვე, გამართული ფეხბურთი აჩვენა და მის გუნდს იოლი გასეირნება არ ექნება. სტეფანომ ასევე აღნიშნა, რომ "რომასთან" ფრედ დასრულებული (3:3) მატჩის შემდეგ ფეხბურთელები იმედგაცრუებულები იყვნენ.

"ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რათა შეხვედრებიდან მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. "რომასთან" მოგება გვინდოდა, თუმცა მოედანი იმედგაცრუებულებმა დავტოვეთ, თუმცა ყველაფერი სწორად მიდის. კარგია, როდესაც მოთამაშეები შედეგით კმაყოფილები არ იყვნენ და ყოველთვის უკეთესი შედეგის მოლოდინში უნდა ვიყოთ. ტატარუშანუს შეცდომაზე ვესაუბრე, ისევე როგორც მთელ გუნდთან მქონდა მსჯელობა. რუმინელ მეკარეს სრულ ნდობას ვუცხადებ, ისევე როგორც მთელ გუნდს." - აღნიშნა პიოლიმ.

სტეფანომ ასევე კომენტარი გააკეთა ფრანკო ბარეზის საპატიო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

"ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. ფრანკო "მილანის" ლეგენდაა. მოუთმენლად ველოდები მის ვიზიტს სავარჯიშო მოედანზე, რათა მე და ჩემმა გუნდმა მასთან ვისაუბროთ."

"მილანი" 29 ოქტომბერს "სან სიროზე" პრაღის "სპარტასთან" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს გამართავს. "როსონერის" სამი ქულა აქვს და "ლილისთან" ერთად ჯგუფის ლიდერია. იტალიის ჩემპიონატში კი ხუთი ტურის შემდეგ "მილანი" 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მომდევნო დაპირისპირებას სტუმრად "უდინეზესთან" 1 ნოემბერს გამართავს.

0.062402