ჩოგბურთი

21:24 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერდიხმა ჩილიჩი გაანადგურა

ლონდონში მიმდინარე კაცების წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, რეიტინგის მე-7 ნომერმა ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა, წლევანდელი US OPEN-ის გამარჯვებული ხორვატი მარინ ჩილიჩი 6:3, 6:1 დაამარცხა.

მატჩის სტარტზევე ბერდიხმა ბრეიკი შეასრულა, ჩილიჩი ჩეხის ჩაწოდების მოგებას ცდილობდა, 2 ბრეიკ-პოინტიც ჰქოდნა, თუმცა ვერც ერთი ვერ გამოიყენა და პირველი სეტი ბერდიხის სასარგებლოდ დასრულდა. მეორე სეტში ანგარიში 1:1 იყო. ამის შემდეგ ტომაშმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და ჯგუფიდან გასლის შანსი დაიტოვა.

მატჩი საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ბერდიხმა 3 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მარინმა 2 ეისი მოაწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.

დღეს თბილისის დროით 24:00 საათზე ჯოკოვიჩი-ვავრინკას შეხვედრა გაიმართება.

0.116434