სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

16:32 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეკატერინე ფიფიამ ჭადრაკში მსოფლიოს ონლაინ ჩემპიონატი მოიგო

მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში ქართველმა მოჭადრაკე, ეკატერინე ფიფიამ მოიგო. 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართულ ტურნირზე კატომ შესაძლო 9 ქულიდან 8 აიღო, 40 მონაწილეს შორის პირველზე გავიდა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ასევე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ჩემპიონმა 20 წლამდე გოგონათა შორის ნია დონღვანმა, რომელმაც 7 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მესამე ქართველმა დიანა ლომაიამ კი 5 ქულით ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა.

ტურნირში კონტინენტის 34 ქვეყნის 314 მონაწილეს შორის საქართველოს სახელით შვიდი მოსწავლე ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115529