ფეხბურთი

11:23 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა აზარი განაცხადში შეიყვანა

კარგი ამბავი მადრიდის „რეალის“ გაულშემატკივრებისთვის: ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში, მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ წინააღმდეგ, მთავარმა მწვთნელმა, ზინედინ ზიდანმა, განაცხადში 29 წლის ბელგიელი ედენ აზარი შეიყვანა, რომელსაც ტრავმის გამო კარგა ხანია აღარ უთამაშია. „ჩელსის“ ყოფილი ვარსკვლავი, ბოლოსდაბოლოს უბრუნდება მინდორს.

„კარგი ამბებია. აზარი ჩვენთანაა და განაცხადშიც შევიყვანეთ, ესე იგი, გამოჯანმრთელდა. ყველას გვიხარია. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ვნახოთ რომელ პოზიციაზე გამოვიყენებთ.

სეზონი ხანგრძლივია და ედენის მსგავს ფეხბურთეკებს ოქროს ფასი აქვთ.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

0.123938