მადრიდის „რეალში“ ისკო თავისი ყოფით უკმაყოფილოა. მან ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა და არ დაუმალავს, რომ ფრანგი სათამაშო დროს საკმარისად არ აძლევს.
„თუ ჩემი შეცვლა უნდა, 50-ე, მე-60 წუთზე მცვლის, ხშირად შესვენებაზეც. თუ შეცვლაზე უნდა შემიყვანოს, მხოლოდ მაშინ, როცა თამაშის დასრულებამდე 10 წუთი რჩება“, - ციტირებს ისკოს სიტყვებს Movistar-ი.
შეგახსენებთ, რომ ისკო მადრიდის „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონშ კი მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა, ჯამში 147 წუთი, ორჯერ იყო ძირითადში და ორჯერვე შეცვალეს.