საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის შეხვედრა, რომელიც „დინამო ბათუმსა“ და „ლოკომოტივს“ შორის უნდა გამართულიყო, ერთი თვით გადაიდო.
როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მატჩი დიდი ალბათობით, 26 ნოემბერს გაიმართება. თამაშის გადადების მიზეზი კი გაუარესებული ეპიდსიტუაციაა.
„დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგას 26 ქულით ლიდერობს, ხოლო „ლოკომოტივს“ 7 ქულით ნაკლები აქვს და მეხუთე ადგილზეა.