ფეხბურთი

19:02 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" კოუტინიო გამოაკლდა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ტრავმირებულია. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელმა მარცხენა ფეხის ბარძაყი დაიზიანა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ტრავმა და მისი ხარისხი. თუმცა, გარკვეულია ის, რომ კოუტინიო „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „იუვენტუსთან“ ვერ დაეხმარება. სამხრეთამერიკელმა ფეხი მადრიდის "რეალთან" მატჩში (1:3) მიიღო, რომელიც შეუცვლელად ჩაატარა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ბრაზილიელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. „ბარსელონას“ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ კოუტინიოს გარდა, ჟერარ პიკეც დააკლდება, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

0.113635