მოსკოვის ცსკა-ს ყოფილმა მცველმა ოლეგ კორნაუხოვმა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მცველი დეიან ლოვრენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხორვატ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატზე წარმოდგენა შეაცვლევინა.
„ბრიუგესთან“ და „რუბინთან“ მატჩების შემდეგ ლოვრენი რუსეთის ჩემპიონატს დაბალ დონედ აღარ მიიჩნევს, როგორც აქ ჩამოსვლისას ფიქრობდა. მან ადრე თქვა, რომ მისთვის ადვილი ჩემპიონატი იყო. ხვიჩამ მას თავისი ადგილი მიუჩინა. ვფიქრობ, ახლა ჩვენს ჩემპიონატს სერიოზულად შეხედავს“ , - თქვა კორნაუხოვმა.
„რუბინს“ 12 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. კვარაცხელიას მონაგარი კი ამ 12 თამაშში 2 გოლი, 1 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ცნობისთვის, სხვა და სხვა ვებგვერდებზე მას 4 საგოლე გადაცემა უწერია, მაგრამ მასში მოპოვებული პენალტების რაოდენობაა მითვლილი...